მთავარი გვერდიმოგვწერეთსაიტის რუქა
ათასკილომეტრიანი გზა
პირველი ნაბიჯით იწყება.
ფორექსიპარტნიორობარეგისტრაციაფორუმი



ინდიკატორები

ნებისმიერი ტრეიდერის მუშაობის არსია - გარიგებებისგან მაქსიმალური მოგების მიღება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობას გარკვეული რისკი ახლავს თან. რისკისა და ზარალის მინიმალიზაციაში სწორად შერჩეული მოქმედების სტრატეგია დაგვეხმარება. სტრატეგია კი, თავის მხრივ, აიგება ბაზრის ტენდენციის სწორად გაგებით და მასზე დროული რეაგირებით. ამ ყველაფერში გასარკვევად ტრეიდერს ეხმარება სხვადასხვანაირი ინდიკატორები.

პირობითად ინდიკატორები იყოფიან 3 ჯგუფად: ფსიქოლოგიური ინდიკატორები, ტრენდის ინდიკატორები და ოსცილატორები. ინდიკატორები იძლევიან სიგნალებს, თუ როდისაა ბაზარში შესვლის საუკეთესო მომენტი და ბაზრიდან გამოსვლის მომენტი, ან გვიკარნახებენ რომელი პოზიციის გახსნას შეუძლია მოგვიტანოს მაქსიმალური მოგება.

არსით, ინდიკატორები წარმოადგენენ ჩადგმულ მათემატიკურ ფუნქციებს, რომლებიც ითვლიან კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის ფასთა და მოცულობათა ცვლილებას, ერთობლიობაშიც და ცალკ-ცალკეც. ინდიკატორთა ეს თვისება საშუალებას გვაძლევს განვჭვრიტოთ ფასთა შემდგომი მოძრაობა.

ინტერნეტ-ტრეიდინგის ჩვენს მიერ შემოთავაზებული პლათფორმა MetaTrader4 შეიცავს უკვე შემუშავებულ ინდიკატორთა დიდ რაოდენობას. ასეთი მრავალფეროვნება თითოეულ ტრეიდერს საშუალებას აძლევს, თვითონ აირჩიოს მისთვის მოსაწონი ინდიკატორთა ჯგუფი და მათზე დაყრდნობით აწარმოოს სავაჭრო ოპერაციები.

ჩვენი სავაჭრო პლათფორმა MetaTrader4, ასევე საშუალებას იძლევა მოიფიქროთ და შექმნათ საკუთარი ინდიკატორები.




სიმბოლო ტრენდი Bid Ask დრო
EURUSD 1.2772 1.2774 02:11:06
USDCHF 1.1958 1.1961 02:08:56
GBPUSD 1.4680 1.4683 02:10:15
USDJPY 92.46 92.48 02:11:11
AUDUSD 0.6435 0.6438 02:11:01
USDCAD 1.2748 1.2752 02:10:49
EURGBP 0.8699 0.8702 02:11:07
EURCHF 1.5273 1.5276 02:10:54
EURJPY 118.09 118.12 02:11:11
EURAUD 1.9841 1.9851 02:11:01
GBPJPY 135.73 135.80 02:11:09
GBPCHF 1.7556 1.7563 02:10:19
CHFJPY 77.29 77.36 02:11:11
AUDUSD 0.6435 0.6438 02:11:01
USDCAD 1.2748 1.2752 02:10:49
EURCAD 1.6276 1.6288 02:10:54
NZDUSD 0.5324 0.5329 02:10:57