




ფორექსის ანალიზიფორექსის მთელი ანალიზი კეთდება ორი ძირითან მიმართულებით. ერთი მათგანია ტექნიკური ანალიზი, მეორე კი ფუნდამენტალური ანალიზი. თითოეული მათგანის შესახებ ბევრია დაწერილი. მოვიყვანოთ მხოლოდ მათი ძირითადი მიმართულებები. ფორექსის ფუნდამეტალური ანალიზი: მასზე ძალიან კარგად თქვა ფორექსის ლიტერატურის კლასიკოსმა ჯ.მერფიმ: «…ფუნდამენტალური ანალიზის საგანს წარმოადგენს მოთხოვნა მოწოდების ეკონომიკური ძალის შესწავლა, რომელიც იწვევს ფასის რყევას. ფუნდამენტალური მიდგომისას ანალიზდება ყველა ფაქტორი, რომელბიც ასე თუ ისე მოქმედებენ საქონლის ფასზე. ეს იმისათვის კეთდება, რათა განისაზღვროს საქონლის შიდა ანუ ჭეშმარიტი ღირებულება». ფუნდამენტალურ ანალიზში არსებობს ფაქტორთა ძირითადი ჯგუფები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ბაზარზე. პოლიტიკური; ეკონომიკური; ჭორები და მოლოდინი. ფორექსის ტექნიკური ანალიზი: ჯ.მერფი ასე ამბობს მის შესახებ: ”ფორექსის ტექნიკური ანალიზი – ბაზრის დინამიკის გამოკვლევაა, ყველაზე ხშირად გრაფიკების მეშვეობით, ფასის შემდგომი მოძრაობის განჭვრეტის მიზნით”; მანვე მოგვცა ძირითადი პოსტულატები, რომელსაც ემყარება ტექნიკური ანალიზი. ბაზარი ითვალისწინებს ყველაფერს; ფასთა მოძრაობას ტენდენციური ხასიათი აქვს; ისტორია მეორდება. ბოლოს ავღნიშნავთ, რომ ფუნდამენტალური ანალიზი, როგორც წესი გამოიყენება გრძელვადიან პერიოდზე მუშაობისთვის, ხოლო მოკლევადიანზე რეკონიმდებულია ტექნიკური ანალიზის გამოყენება. |
|