




PoltekFX-ის შესახებდღესდღეისობით კომპანია PoltekFX ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფადგანვითარებადი საერთაშორისო სადილინგო ცენტრია, რომელიც კლიენტებს იზიდავს ფინანსურ ბაზრებზე შემოთავაზებული შესაძლებლობების ფართო სპექტრით და მომსახურების მაღალი კლასით. კომპანია PoltekFX ფორექსზე აქტიურად მუშაობს უკვე არაერთი წლის მანძილზე და ამ დროის განმავლობაში საიმედო სადილინგო ცენტრის სახელი მოიპოვა. კომპანიის მთავარი ოფისი მდებარეობს ლონდონში, უძველესი ევროპული ბირჟის ახლოს. PoltekFX-ის წარმომადგენლები მთელს მსოფლიოში არიან. კომპანია მუდამ ღიაა თანამშრომლობისათვის და გვერდში უდგას თავის პარტნიორებს. მრავალ ქვეყანაში წარმომადგელობათა ფართო ქსელი განაპირობებს უზარმაზარ კლიენტურ ბაზას. ონლაინ ტრეიდინგის სისტემის საიმედოობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფს კლიენტებისთვის საუკეთესო პირობებს ბაზარზე. PoltekFX-ის მრავალენოვნება, თითოეული ტრეიდერისთვის მუშაობის მაქსიმალური პერსონიფიცირების საშუალებას იძლევა. რეგულარულად მიმდინარე წამახალისებელი აქციები კლიენტთათვის დამატებით უპირატესობას იძლევიან. კომპანია PoltekFX-ის წამყვანი სპეციალიზაცია გახლავთ ვალუტებითა და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობა. საკუთარ კლიენტებს საშუალებას ვაძლევთ აწარმოონ სავაჭრო ოპერაციები 28 ცალი სავალუტე წყვილის მეშვეობით, ძვირფასი მეტალებით, ასევე ფიუჩერსებით ოქროსა და ვერცხლზე. კომპანიის მიზანია სავალუტე და ფინანსური ბაზრები, მათზე მუშაობის მსურველთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. კომპანია PoltekFX-ის კლიენტები აწარმოებენ ონლაინ ვაჭრობას, პლათფორმა MetaTrader4-ის მეშვეობით. იგი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სავაჭრო პლათფორმაა მსოფლიოში. მისი ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი, მოხერხებულობა და ფართო შესაძლებლობები აღიარებულია როგორც საუკეთესო და ტრეიდერთა უმრავლესობა მას იყენებს. |
|